Thumbnail

მუსიკოსების ფოტოები, რომლებიც ინსტაგრამზე 2020 წელს ყველაზე მეტჯერ მოიწონეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

სოციალურმა ქსელმა ინსტაგრამმა გამოავლინა პოსტები, რომლებმაც 2020 წელს ყველაზე მეტი მოწონება დააგროვეს. ათეულში მოხვდა ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე, რომელმაც 20 დეკემბერს თაყვანისმცემლებს საკუთარი ნიშნობის შესახებ ამცნო. 27 წლის არტისტის მიერ იმ დღეს გავრცელებული ფოტოები, 15,4 მილიონზე მეტი მოწონებით, წლის ყველაზე პოპულარულ პოსტებში მეექვსე ადგილს იკავებს.

მუსიკოსები, რომლებიც 2020 წელს ყველაზე მეტჯერ დაგუგლეს

მუსიკოსი, რომელსაც 2020 წელს SoundCloud-ზე ყველაზე მეტჯერ მოუსმინეს

ჩამონათვალის მეოთხე ადგილზე 16 მილიონი მოწონებით მოხვდა პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტრევის სკოტის დაბადების დღის მისალოცი პოსტი, რომელიც მილიარდერმა კაილი ჯენერმა გამოაქვეყნა.

კაილის კიდევ ერთი პოსტში, რომელიც 14,2 მილიონი მოწონებით ათეულს აგვირგვინებს, ასევე ტრევისთან ერთად გადაღებული ფოტოებია წარმოდგენილი.

ინსტაგრამზე წლის ყველაზე პოპულარული პოსტების სრული ჩამონათვალი ასეთია:

Cristiano Ronaldo - 19.7 მილიონი მოწონება
Chadwick Boseman - 19.1 მლნ
Lionel Messi - 16.4 მლნ
Kylie Jenner - 16 მლნ
LeBron James - 15.5 მლნ
Ariana Grande - 15.4 მლნ
Kylie Jenner - 15.3 მლნ
Kylie Jenner - 14.5 მლნ
Cristiano Ronaldo - 14.3 მლნ
Kylie Jenner - 14.2 მლნ

კომენტარები

ბოლოს დამატებული