Thumbnail

მაილი საირუსს ჰკითხეს, ქარდი ბის აკოცებდა თუ დუა ლიპას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაილი საირუსმა ბრიტანული რადიოსადგურის Heart FM საშობაო ეთერში თამაშში Would You Rather მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ორ დასახელებულ ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთებას სთხოვდნენ. თავდაპირველად მას ჰკითხეს, ვის აკოცებდა ვნებიანად ამერიკელ ჰოპ ჰოპ არტისტ ქარდი ბის, თუ ბრიტანელ პოპვარსკვლავ დუა ლიპას, რომელთან ერთადაც ახლახან კლიპი Prisoner გადაიღო.

"შეიძლება ითქვას, რომ დუა ლიპას უკვე ვაკოცე, ალბათ, ქარდის ავირჩევ. მიყვარს ისეთი სიახლეების გამოცდა, რაც წარსულში არ გამიკეთებია. ასე რომ, ქარდის ვაკოცებდი".

მაილი საირუსი პასუხობს კითხვას, თუ როგორ უნდა, რომ ხალხს დაამახსოვრდეს

ნახეთ: მაილი საირუსმა კიმელის შოუში კომპოზიცია Prisoner შეასრულა

ამის შემდეგ წამყვანმა 28 წლის არტისტს ჰკითხა, ვის კოცნას არჩევდა ბრიტანელ მუსიკოს ჰარი სტაილზსა და კანადელ პოპვარსკვლავ ჯასტინ ბიბერს შორის.

"ეს ადვილია - ჰარი. ჯასტინ ბიბერს ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ, ასე რომ, მას უკვე ოჯახის წევრად ვთვლი. ჰარი სტაილზს ვირჩევ, ის მართლა ძალიან კარგად გამოიყურება. მომწონს მისი სტილიც", - ამბობს მაილი.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ ჰარი შესაძლოა, დაკავებული არც იყოს, საირუსმა აღნიშნა:

"ჩვენ მსგავსი გემოვნება გვაქვს. ერთმანეთის ტანსაცმლის, ცხოვრების გაზიარება, ამაში არის რაღაც აზრი".

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული