Thumbnail

The Beatles-ის სიმღერა, რომლის ჩაწერითაც პოლ მაკკარტნიმ ჯონ ლენონს გული ატკინა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

2020 წელს ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის დაშლიდან 50 წელი გავიდა. გამოცემა Daily Express-მა 1970 წელს ბენდის ყოფილი წევრის, ჯონ ლენონის მიერ მწერალ დევიდ შეფისთვის მიცემული ინტერვიუ გაიხსენა, რომელშიც მუსიკოსმა პოლ მაკკარტნის მიერ ჩაწერილი "ბითლზის" ის კომპოზიცია დაასახელა, რამაც მას გული ატკინა. ეს გახლავთ ტრეკი Why Don't We Do It in the Road?.

The Beatles-ის კომპოზიცია, რომელსაც, ლენონის აზრით, მაკკარტნიზე უკეთ იმღერებდა

პოლ მაკკარტნიმ გაიხსენა, როგორ მოწიეს პირველად The Beatles-ის წევრებმა კანაფი

"იმ პერიოდში ჯგუფში პრობლემები უკვე არსებობდა. პოლმა ეს სიმღერა სხვა ოთახში ჩაწერა. მარტომ იმუშავა კომპოზიციაზე - დრამზეც უკრავდა, პიანინოზეც და ვოკალის პარტიასაც ის ასრულებდა. ალბათ, მაშინ არ შეეძლო, რომ ბენდიდან წასულიყო. პირადად მე ნამუშევარი კი მომეწონა, თუმცა, გული მეტკინა, რომ პოლმა ეს ჩვენი ჩართულობის გარეშე გააკეთა", - ამბობდა არტისტი.

ლენონის ამ განცხადებას მაკკარტნი მოგვიანებით გამოეხმაურა. მისი თქმით, სიმღერა რინგო სტართან ერთად ჩაწერა, რადგან მაშინ ლენონი და ჰარისონი კომპოზიციაზე Something მუშაობდნენ.

"ამ ტრეკზე რინგოსთან ერთად ვიმუშავე. ბენდიდან გამოყოფა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ჯონი და ჯორჯი იმ დროს სიმღერას Something ამთავრებდნენ და არ ეცალათ, მე და რინგო კი თავისუფლები ვიყავით", - ამობდა მაკკარტნი.

ნახეთ: ფილმიდან The Beatles: Get Back პირველი კადრები გავრცელდა

კომპოზიცია Why Don't We Do It in the Road? "ბითლზის" მიერ 1968 წელს გამოცემულ ორმაგ ალბომში White Album არის წარმოდგენილი.

პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები 1960-70 წლებში იყვნენ. მათ მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. მათ შორის აღსანიშნავია Yesterday, Eleanor Rigby, Come Together, Hey Jude, All You Need Is Love და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული