Thumbnail

რატომ გაუბრაზდა Cardi B ანიმაციური სერიალის Peppa Pig პერსონაჟს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი ტვიტერზე წერს, რომ პოპულარული ბრიტანული ანიმაციური ტელესერიალის Peppa Pig გავლენით მისი 2 წლის შვილი, ქალჩერი გუბეებში ჩახტომას და ფეხსაცმლით ჭყაპუნს მიეჩვია. როგორც ჩანს, მუსიკოსი გოგონას ახალი გატაცებით უკმაყოფილოა, მეტიც, 28 წლის რეპერი ანიმაციის მთავარ გმირს, გოჭს, სახელად პეპას ხუმრობით დაემუქრა:

ნახეთ: Cardi B-მ საშობაოდ მორთული სახლის ვიდეო გააზიარა

ნახეთ: ქარდი ბის WAP-ის კიდევ ერთი პაროდია გავრცელდა

"ჩემი პატარა Peppa Pig-ს უყურებდა და ახლა ყოველ ჯერზე, როცა გუბეს დაინახავს, შიგნით ჩახტომა უნდება. ამას წყობიდან გამოვყავარ. "უგები" სულ გააფუჭა. პეპა პიგ, შენი დღეები დათვლილია".

ქარდის პოსტმა ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობის განწყობაზე დააყენა.

"ქარდი ბი პეპა პიგს ეჩხუბება, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი".

"არ მითხრა, რომ მულტიპლიკაციურ გმირებთან გაქვს უთანხმოება. მზად ვარ Cardi vs Peppa დის-ტრეკის მოსასმენად".

"დაელოდე, როდის დაიწყებს ბრიტანული აქცენტით ლაპარაკს. ჩემი შვილი უკვე ეგრე საუბრობს".

მულტფილმის გმირი, პეპა ხშირად წარმოთქვამს ფრაზას - "ჩემი ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობა ტალახიან გუბეებში ხტუნვაა". დედა ღორი კი მას და დანარჩენ ცხოველებს ურჩევს, ასეთ დროს ბოტები ჩაიცვან ფეხზე.

კომენტარები

ბოლოს დამატებული