Thumbnail

ტეილორ სვიფტმა ტეკაში სიქსნაინის ანტირეკორდი მოხსნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის კომპოზიციამ Willow, რომელიც მის ბოლო ალბომში Evermore არის წარმოდგენილი, გამოსვლისთანავე ბილბორდის ცხელი ასეულის ლიდერობა მოიპოვა. წარმატებული პირველი კვირის შემდეგ კი ნამუშევარი ჩარტში 38-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, რაც Billboard Hot 100-ის ისტორიაში რეკორდული ვარდნაა.

Tekashi 6ix9ine-მა ტრეკით TROLLZ ანტირეკორდი დაამყარა

მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი Evermore გაავრცელა

ტეილორმა ჩარტში მკვეთრი ვარდნით პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტის, ტეკაში სიქსნაინის რეკორდი მოხსნა. მიმდინარე წლის ივნისში ფერადთმიანი რეპერის მიერ ნიკი მინაჟთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია TROLLZ ასეულის პირველი ადგილიდან 34-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა.

კომპოზიცია Willow ტეილორმა ჯგუფ The National-ის გიტარისტთან, აარონ დესნერთან ერთად დაწერა. სვიფტმა სიმღერაზე კლიპიც გადაიღო, რომლის რეჟისორიც თავად გახლავთ.

მუსიკოსმა კარიერა 2004 წელს დაიწყო. 20 წლის ასაკში სვიფტმა გრემის პირველი ჯილდო მიიღო და, ბილი აილიშის გამარჯვებამდე, ოქროს გრამოფონის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელის სტატუსსაც ატარებდა. 10 გრემის მფლობელ მუსიკოსს კარიერის განმავლობაში 150 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. გამოცემა Time-მა ტეილორი წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად სამჯერ, 2010, 2015 და 2019 წლებში დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული