Thumbnail

კარიერის დასაწყისში ელვის პრესლი თმის შესაღებად ფეხსაცმლის საცხს იყენებდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ელვის პრესლი საზოგადოებას როგორც თავისი შემოქმედებით, აგრეთვე, ჩაცმის სტილითა და საფირმო ვარცხნილობით დაამახსოვრდა. როგორც ცნობილია, არტისტს ბუნებრივად ქვიშისფერი ქერა თმა ჰქონდა, თუმცა, მას შავი თმის ტარება სურდა და ამისთვის ხელოვნური საშუალებების გამოყენებას არ ერიდებოდა. გამოცემა Collider-ის ცნობით, მომღერალი კარიერის საწყის ეტაპზე თმაზე ფეხსაცმლის საცხს ისვამდა, რაც, ფერის შეცვლის გარდა, ვარცხნილობის დაყენებასაც უადვილებდა.

ნახეთ: ელვის პრესლის სახლ-მუზეუმი დააზიანეს

რატომ სთხოვა ელვის პრესლიმ რიჩარდ ნიქსონს საიდუმლო აგენტობა

"ელვისს ბუნებრივად ქვიშისფერი ქერა თმა ჰქონდა. ეს მისი არმიაში მსახურობის პერიოდის ფოტოსურათებიდანაც ჩანს - როდესაც ვერ ახერხებდა შეღებვას, კადრებში ღია ფერის თმა ირეკლებოდა", - იხსენებს კიმ ადელმენი, რომელიც ელვისის შესახებ დაწერილი წიგნის The Girls' Guide to Elvis ავტორი გახლავთ.

პრესლი არმიაში მსახურობის პერიოდში

ელვისის პირადი სტილისტი ლარი გელერი იყო, რომელმაც 1964 წელს ჰოლივუდში მხოლოდ მამაკაცებისთვის პირველი სილამაზის სალონი გახსნა. სწორედ ის უკეთებდა პრესლის ვარცხნილობებს კონცერტებსა და გადაღებებზე, აგრეთვე, ზრუნავდა იმაზე, რომ მის თმას სიჯანსაღე შეენარჩუნებინა.

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული