10 წლის ბრიტანელმა გოგონამ, ნანდი ბუშელმა ცნობილი ამერიკული მეტალ ჯგუფის, Slipknot-ის სიმღერა Unsainted დრამზე შეასრულა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ნანდიმ დაკვრისას ბას დრამის ორმაგი პედალი გამოიყენა.
► ნახეთ: 10 წლის გოგონამ აშშ-ში აქციების მხარდასაჭერად Guerrilla Radio შეასრულა
"დიახ, მე ნამდვილი მეტალჰედი ვარ. მომწონს დრამის პარტიები Slipknot-ის შემოქმედებაში. ბას დრამის ორმაგ პედალზე დაკვრა პირველად ვცადე. ვასრულებ კომპოზიციას Unsainted", - წერს ბუშელი იუთუბზე ვიდეოს აღწერაში.
კომპოზიცია Unsainted ჯგუფმა Slipknot შარშან გაავრცელა. ტრეკი ბენდის ბოლო, რიგით მე-6 ალბომში We Are Not Your Kind არის წარმოდგენილი.
ნანდი ბუშელმა სახელი გაითქვა ისეთი ცნობილი არტისტების ქავერების შესრულებით, როგორებიც არიან: Led Zeppelin, Red Hot Chili Peppers, System Of A Down, Radiohead, Nirvana და სხვები.
კომენტარები