Thumbnail

ნახეთ: ASAP Rocky და Rihanna პაპარაცებმა ბარბადოსშიც აღბეჭდეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა და პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი ASAP Rocky, როგორც აღმოჩნდა, ერთმანეთს მართლაც ხვდებიან. წლების განმავლობაში მათი რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ხმები არაერთხელ ვრცელდებოდა, თუმცა, საბოლოოდ ისინი არ დასტურდებოდა.

A$AP Rocky-მ წითელი ხალიჩებიდან Rihanna-ს საუკეთესო ჩაცმულობა გამოარჩია

Lil Uzi Vert: შეუძლებელია, რიანა და ASAP Rocky ერთად იყვნენ

მას შემდეგ, რაც რირი არაბ მილიარდერს, ჰასან ჯამილს დაშორდა, ჟურნალისტებმა ის როქისთან ერთად ნიუ იორკის ქუჩებში შენიშნეს. თუმცა, წყვილის რომანტიკული ურთიერთობა უფრო მას შემდეგ გახდა სარწმუნო, რაც შობის დღესასწაულის ოჯახურ გარემოში აღსანიშნავად ბარბადოსში ჩასულ რიანას რეპერმა ჩააკითხა. პაპარაცებმა ისინი ხელიხელჩაკიდებული აღბეჭდეს.

არტისტები ბარბადოსში Catamaran Sunset Cruise-ის იახტისკენ მიემართებიან

მუსიკოსებს თავიანთი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ჯერჯერობით არ უსაუბრიათ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს როქი რირის კოსმეტიკის ბრენდის Fenty Beauty კანის მოვლის საშუალებების ახალი ხაზის Fenty Skin სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა.

რიანასა და როქის წარსულში ბევრჯერ არ უთანამშრომლიათ. რეპერი მომღერლის ტრეკის Cockiness (Love It) რემიქს ვერსიაში მონაწილეობს, ბარბადოსელი კი ჰიპ ჰოპ შემსრულებლის ცნობილ კლიპში Fashion Killa.

კომენტარები

ბოლოს დამატებული