Thumbnail

ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ შემსრულებლმა, ქესველ სენიორმა, ფსევდონიმით Casanova და მისმა ლეგენდარულმა კალიფორნიელმა კოლეგამ Snoop Dogg ახალი კომპოზიცია "211" და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. მუსიკოსებს ჩანაწერში გავლენიანი არტისტის, Dr. Dre-ის სადებიუტო სოლო სინგლი Deep Cover (187) აქვთ გასემპლილი, რომელშიც ასევე სნუპ დოგი მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Casanova x DMX - Don't Play Games

ნახეთ: Casanova, Young Thug და Gunna კლიპში So Drippy

ბრუკლინელმა რეპერმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 2019 წლის სადებიუტო ალბომი Behind These Scars და EP სახელწოდებით Commissary ერთიანდება. 2017 წლიდან მუსიკოსი მისი ლეგენდარული კოლეგის, ჯეი ზის ლეიბლის Roc Nation წევრია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული