Thumbnail

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს დიდმა ნაწილმა შობის დღესასწაული იზეიმა. ცნობილმა მუსიკოსებმაც თაყვანისმცემლებს ტრადიციულად გაუზიარეს, თუ როგორ შეხვდნენ საყვარელ დღესასწაულს, რომლის ყველაზე სახალისო ნაწილიც ნაძვის ხის მორთვა და ტკბილეულის მომზადებაა. სწორედ ამიტომ არტისტები ყველაზე ხშირად სწორედ სამზარეულოდან და საახალწლო დეკორაციებით გაფორმებული სახლებიდან აქვეყნებენ ფოტოებსა თუ ვიდეოებს. 

► ნახეთ: როგორ აღნიშნეს ცნობილმა მუსიკოსებმა მადლიერების დღე

გთავაზობთ სურათებს, რომლებზეც ცნობილი მუსიკოსები შობის დღეს არიან აღბეჭდილი. 

Celine Dion

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, სელინ დიონმა ინსტაგრამზე შვილებთან: ედი, ნილსონ და რენე-ჩარლზ ანჟელილებთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა წარწერით - "დაე, შობა-ახალმა წელმა ყველას სიყვარული, მშვიდობა, ჯანმრთელობა და უფრო მზიანი დღეები მოგიტანოთ".

Mariah Carey

მომღერალმა მერაია ქერიმ თაყვანისმცემლებს გაუმხილა, რომ შობა დღეს ახალი ტრადიცია დაამკვიდრა - "ნაძვის ხესთან მჯდომი შვილებთან ერთად ჩემი მემუარების ერთ-ერთ თავს A Snow Globe of Joy წავიკითხავ. ეს ჩვენი ახალი ტრადიციის დასაწყისია".

Mariah Carey

მერაიამ სამზარეულოში გადაღებული კადრებიც გაავრცელა, რომელშიც თავისი ორცხობილების ბრენდის Mariah's Cookies პროდუქციას უწევს რეკლამირებას.

Mick Jagger

ლეგენდარული The Rolling Stones-ის 77 წლის ვოკალისტმა, მიკ ჯაგერმა შობა თაყვანისმცემლებს ფეისბუქის საშუალებით მიულოცა - "მხიარულ შობას და ბედნიერ დასვენების დღეებს გისურვებთ".

Jennifer Lopez

ჯეილომ ინსტაგრამის სთორის საშუალებით გამომწერებს აჩვენა, როგორ შეჰქონდა ნაძვის ხის დიზაინში ბოლო კორექტივები.

Jennifer Lopez

შემდეგ კი, საშობაო ტრადიციის მიხედვით, სანტა კლაუსისთვის განკუთვნილი ორცხობილების და ჭიქა რძის სურათი გამოაქვეყნა წარწერით - "მზად ვარ სანტას მისაღებად".

Justin Bieber

კანადელმა მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამის სთორიში ცოლთან, მოდელ ჰეილი ბოლდუინთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა.

Ariana Grande

ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე დედას საშობაო ვახშმის მომზადებაში დაეხმარა. "დედაჩემს ნიორს ვუჭრიდი და სთორის გადაღების პროცესში თითი კინაღამ მივაყოლე", - დაწერა მან, შემდეგ კი თაყვანისმცემლებს მშობელთან ერთად გადაღებული კადრი გაუზიარა.

Dua Lipa

ხოლო ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა, დუა ლიპამ ინსტაგრამის სთორიში ორცხობილის სახლის აწყობის პროცესში გადაღებული კადრები გაავრცელა.

Cardi B

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდიმ ბიმ სახლში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობის შექმნა გადაწყვიტა - მის მისაღებ ოთახში მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები, ექვსი მბრწყინავი ნაძვის ხე და უამრავი შეფუთული საჩუქარი იყო თავმოყრილი. "არ მჯერა, რომ ეს ჩემი სახლია", - ამბობს ის ვიდეოში.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

ბოლოს დამატებული