Thumbnail

კირკ ჰემეტი: ლარს ულრიხსა და ჯეიმს ჰეტფილდს არც კი ახსოვთ, როგორ გამიცნეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს გიტარისტმა, კირკ ჰემეტმა Gibson TV-სთან ინტერვიუში ბენდის წევრებთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და გაკვირვებით აღნიშნა, რომ ლარს ულრიხსა და ჯეიმს ჰეტფილდს ეს მომენტი არც კი ახსოვთ.

კირკ ჰემეტი: საპირფარეშოში ვიჯექი, როდესაც Metallica-ში გაწევრიანება შემომთავაზეს

"ჩემს მაშინდელ ჯგუფს Exodus ერთ-ერთ კონცერტზე უნდა დაეკრა. გავიგეთ, რომ ამ ღონისძიებაში მონაწილეობას Metallica-ც იღებდა - გაგვიხარდა, რომ ივენთზე მათთან ერთად გამოვიდოდით. ჩვენი პერფორმანსის დროს დარბაზში 100-მდე ადამიანი იყო, ხოლო როცა სცენა "მეტალიკამ" დაიკავა, იქაურობა გადაიჭედა, წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაჩნდა ამდენი ხალხი ასე უცებ. ამის შემდეგ ჟურნალ Metal Mania-ს დასახმარებლად საქველმოქმედო შოუ იმართებოდა, რომელშიც მხოლოდ ჩვენ და "მეტალიკას" უნდა მიგვეღო მონაწილეობა. მათ პირველად სწორედ მაშინ კულისებში შევხვდი. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ამდენი წელი გავიდა და როდესაც ხალხი გვეკითხება, თუ სად გავიცანით ერთმანეთი, მე ვპასუხობ, რომ ეს სწორედ ხსენებულ კონცერტზე, ღამის კლუბ Mabuhay Gardens-ის კულისებში მოხდა. ლარს ულრიხსა და ჯეიმს ჰეტფილდს კი სულ უკვირთ ხოლმე, რადგანაც საერთოდ არაფერი ახსოვთ", - ამბობს ჰემეტი.

კირკ ჰემეტი, რომელიც გამოცემა Rolling Stone-მა ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტის ჩამონათვალში მეთერთმეტე პოზიციაზე დაასახელა, "მეტალიკას" 1983 წელს შეუერთდა. მანამდე ის თრეშ მეტალ ბენდ Exodus-ში მოღვაწეობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული