Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსები Kelsey Lu და Yves Tumor ახალ კომპოზიციას let all the poisons that lurk in the mud seep out ავრცელებენ. ჩანაწერში მულტიინსტრუმენტალისტი, კელი მორანი და ჯაზ დრამერი, მოზეს ბოიდი მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი თავად ივ ტუმორი გახლავთ.

მოუსმინეთ: Kelsey Lu - Morning Dew

ნახეთ: Yves Tumor-მა კომპოზიციის Strawberry Privilege ვიდეორგოლი გაავრცელა

კელსი ლუმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Blood გაავრცელა.

შონ ბოუიმ, სასცენო სახელით Yves Tumor, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი When Man Fails You გაავრცელა, რასაც მომდევნო წელს ლეიბლზე PAN Records გამოცემული Serpent Music მოჰყვა. 2018 წლის სექტემბერში ივ ტუმორმა ბრიტანულ Warp Records-ზე რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც არაერთი მუსიკალური გამოცემის მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ივ ტუმორი თბილისს ესტუმრა და კლუბში "ბასიანი" კონცერტი გამართა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული