Thumbnail

ლილ ფამფი: ემინემის დედაც, ჯოჯოხეთურად მოსაწყენია, არავინ უსმენს მის მუსიკას

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ფლორიდელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გაზი გარსიამ, ფსევდონიმით Lil Pump, სოციალურ ქსელ ტვიტერზე გაზიარებულ ვიდეოში გავლენიან დეტროიტელ რეპერს, Eminem-ს მიმართა და განუცხადა, რომ მის მუსიკას დღეს აღარავინ უსმენს.

ლილ ფამფი: XXXTentacion ჩვენი თაობის 2Pac-ია

ნახეთ: Lil Pump-მა $25 000-ად Gucci-ის ველოსიპედი შეიძინა

"ემინემის დედაც, ჯოჯოხეთურად მოსაწყენი ხარ, არავინ უსმენს შენს ბებერ ტრა*ს. მართლა ძალიან მოსაწყენი ხარ, ბო*ო. ახლა ჩემს საქმეს დავუბრუნდები", - ამბობს ლილ ფამფი ვიდეოში.

ახალგაზრდა რეპერის მიმართვას ემინემი არ გამოხმაურებია, თუმცა, მას ცნობილმა დეტროიტელმა ემსიმ ფსევდონიმით Royce da 5'9" უპასუხა.

"მაგ სათვალეს ჩამოვგლეჯ სახიდან, საერთოდ გავიდნენ თავს. არ ვარ გაბრაზებული, უბრალოდ, დავიღალე იმ ყველაფრის მოსმენით, რასაც ეს არსებები ლაპარაკობენ. შენს თავს მიხედე, გაერთე. ფულს რეალურად ხომ დაუმსახურებლად შოულობ, რადგან არაფერი კარგად არ გამოგდის", - წერს Royce da 5'9" სოციალურ ქსელში.

ლილ ფამფმა მუსიკალური კარიერა 2016 წელს დაიწყო. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Lil Pump ჩაუშვა. ნამუშევრის მთავარი ტრეკი სამმაგი პლატინის სტატუსის მქონე სინგლი Gucci Gang გახლავთ. 2019 წლის თებერვალში მუსიკოსმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Harverd Dropout გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული