Thumbnail

ნახეთ: Cardi B-მ საშობაოდ მორთული სახლის ვიდეო გააზიარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ საშობაოდ მორთული სახლის ვიდეო თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის საშუალებით გაუზიარა. კადრებში მაყურებელი მისაღებ ოთახს და მასში არსებულ მრავალფეროვან საახალწლო დეკორაციებს, ექვს მბრწყინავ ნაძვის ხესა და უამრავ შეფუთულ საჩუქარს იხილავს.

Cardi B: ხალხს უნდა, რომ გულნატკენი მნახოს

Cardi B მადლიერების დღეს წვეულების გამართვის გამო ბოდიშს იხდის

"ჩემი სახლის დეკორაციები არ მქონდა ნანახი, რადგან ჯერ ლოს ანჯელესში ვიყავი, შინ კი ნიუ იორკიდან დავბრუნდი. ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემი სახლია. ნამდვილი სილამაზეა, თავი ზღაპარში მგონია. დაუჯერებელია, ახლა ავტირდები", - ამბობს რეპერი ვიდეოში.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული