Thumbnail

მოუსმინეთ: Playboi Carti ახალ ალბომს Whole Lotta Red ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი მამბლ რეპერი, ჯორდან ტერელ კარტერი, სასცენო სახელით Playboi Carti, ახალ ალბომს Whole Lotta Red ავრცელებს. ჩანაწერში არტისტის პოპულარული კოლეგები: ქანიე ვესთი, Kid Cudi და Future მონაწილეობენ. სტუდიური ნამუშევარი 24 კომპოზიციას აერთიანებს.

მოუსმინეთ: Guap Tarantino - Say My Name Ft. Playboi Carti

ფლეიბოიმ მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება 3 ოფიციალურ მიქსტეიპსა და ორ სტუდიურ ალბომს აერთიანებს. მამბლ რეპერმა ფართო საზოგადოების ყურადღება ჰიტით Magnolia მიიქცია, რომელიც ატლანტელის კომერციულად ყველაზე წარმატებული სტუდიური ნამუშევრის Playboi Carti ერთ-ერთი სინგლია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული