Thumbnail

მოუსმინეთ: BTS-ის ვი და ჯიმინი საახალწლო კომპოზიციებს ავრცელებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრებმა, ვიმ და ჯიმინმა საახალწლო კომპოზიციები გამოუშვეს. ვიმ საკუთარი პროდიუსინგით შექმნილი სიმღერა Snow Flower მეგობართან, მუსიკოს Peakboy-სთან ერთად ჩაწერა, ჯიმინმა კი თაყვანისმცემლებს თავისი დაწერილი Christmas Love შესთავაზა.

ნახეთ: BTS-მა საშობაო ფლეილისტი გაავრცელა

"რადგან ჩემი მიქსტეიპის გამოშვება გვიანდება, თაყვანისმცემლების წინაშე თავი დამნაშავედ ვიგრძენი და სასწრაფოდ შევქმენი ეს სიმღერა. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს გაუჩნდებოდა შეგრძნება, რომ წელს დრო გაჩერდა, ალბათ, წლის დასასრულს უფრო მოეძალებოდათ შფოთი და დეპრესიული განწყობა. იმედი მაქვს, ეს სიმღერა ცოტა ბედნიერებას მაინც მოგანიჭებთ", - დაწერა ვიმ ნამუშევართან დაკავშირებით.

მანამდე კი ჯიმინმა გაავრცელა სიმღერა Christmas Love, რომლის პროდიუსერიც კოლექტივის წევრ არემთან ერთად თავად არის.

"ამ ტრეკით გადმოვცემ იმ ემოციას, რომლიც ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს მოგონებას უკავშირდება - როცა პირველად დავინახე თოვლი", - წერს მუსიკოსი.

ჯიმინმა და ვიმ პოპულარობა "ბითიესის" წევრობით მოიპოვეს. 2013 წელს სეულში ჩამოყალიბებულ ბოიბენდს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. BTS კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა, წელს ბიჭებმა ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული