Thumbnail

ინგლისურმა ჯგუფმა 65daysofstatic ახალი კომპოზიცია Twenty Four Twelve Twenty გაავრცელა. "საშინელი წელი იყო. ეს კი პატარა ხმაურიანი საჩუქარი ჩვენგან. Twenty Four Twelve Twenty 2020 წლის ზამთრის ხმა", - წერს ბენდი იუთუბის არხზე ვიდეოს აღწერაში.

65daysofstatic ქალაქ შეფილდში 2001 წელს ჩამოყალიბდა. ბენდს ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი და 4 EP აქვს გამოცემული. კოლექტივის შემოქმედება პოსტ როკს, ექსპერიმენტულ როკსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული