Thumbnail

ნახეთ: ქარდი ბის WAP-ის კიდევ ერთი პაროდია გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულმა სამედიცინო სასწავლებელმა Johns Hopkins Bloomberg School of Public Health პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტების, Cardi B-ისა და Megan Thee Stallion-ის ჰიტის WAP და მასზე გადაღებული კლიპის გაშარჟებული ვერსია WAmP: Wear A mask Please გაავრცელა. კომპოზიციის ტექსტი და ვიდეორგოლი ადამიანებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

Cardi B-ის ფანებმა ჰელოუინზე WAP-ის სცენები გააცოცხლეს

ნახეთ: ჟესტების ენაზე შესრულებულმა ჰიტმა WAP ინტერნეტში პოპულარობა მოიპოვა

ნახეთ: Cardi B-ს კლიპი WAP დისნეის პერსონაჟების მონაწილეობით

"უსაფრთხო და მოდური, კვირაში შვიდი დღე.
გთხოვთ, ატარეთ პირბადე, კოვიდი დაასუსტეთ.
დიახ, გთხოვ, რომ ნიღაბი ატარო,
ხელში კი ნუ გეჭირება, სახეზე მოირგო".

"I said, safe and chic
Seven days a week
Wear a mask, please
Make that Covid curve weak
Yeah, I'm asking that you
Wear a mask, please
Don't just holt it like a prop,
you've got to wear a mask, please".

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა პაროდია ტვიტერზე გაავრცელა WAP-ის შეცვლილი ტექსტით - I don't cook, I don't clean, but let me tell you that I'll get a vaccine (არც საჭმელს ვამზადებ და არც სახლს ვალაგებ, მაგრამ ვაქცინას მაინც მივიღებ), პოსტი კი ქარდიმ გააზიარა.

ქარდი ბიმ და და მეგანმა პირველი ერთობლივი კოლაბორაციული კომპოზიცია WAP და მასზე გადაღებული კლიპი 7 აგვისტოს გაავრცელეს. ნამუშევარმა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. ტრეკი ქარდის მომავალ, რიგით მეორე სტუდიურ ალბომში Tiger Woods იქნება წარმოდგენილი, რომლის გამოშვების თარიღიც ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული