Thumbnail

Megan Thee Stallion საუბრობს, რატომ აღიზიანებთ კაცებს კომპოზიცია WAP

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მეგან პიტი, ფსევდონიმით Megan Thee Stallion, ჟურნალ GQ,-სთან ინტერვიუში მისი და Cardi B-ის ჰიტთან WAP დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა. 25 წლის მუსიკოსის თქმით, კაცები საფრთხედ აღიქვამენ იმას, რომ ქალებმა ინტიმურ თემებზე საუბარი ღიად დაიწყეს.

ნახეთ: Megan Thee Stallion კომპოზიციებს Savage (Remix) და Body ასრულებს

Black Sabbath-ის გიზერ ბათლერი: Cardi B-ს WAP ამაზრზენი კომპოზიციაა

"ზოგმა ადამიანმა, უბრალოდ, არ იცის, რა გააკეთოს, როცა ხედავს ქალს, რომელიც მიწაზე მყარად დგას, საკუთარ თავს აკონტროლებს და სხეულსაც ფლობს. კაცებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ სექსი მათთვის იყო, ისინი იყვნენ დომინანტები, ახლა კი ქალი ეუბნება, "ჰეი, ეს ჩემთვისაა, სიამოვნება მინდა. ასე გავაკეთოთ, ეგრე არ მინდა". ამან კაცები წყობიდან გამოიყვანა. ეს ყველაფერი მათ შიშებსა და უმწეობას უსვამს ხაზს. თორემ რატომ უნდა ანაღვლებდეს ვინმეს ჩემი WAP (Wet A*s P***y). ის ხომ მე მეკუთვნის", - ამბობს სთელიონი.

აღსანიშნავია, რომ მეგანისა და ქარდის ჰიტს ახლახან ცნობილი კალიფორნიელი რეპერი, სნუპ დოგი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალები მსგავს თემებზე ხმამაღლა არ უნდა საუბრობდნენ.

"ასე შორს ნუ წახვალ, წარმოსახვისთვისაც დაგვიტოვე მასალა. არის ინტიმური საკითხები, რომლებზეც ასე ხმამაღლა არ უნდა საუბრობდნენ. ჩემი აზრით, ეს ქალის საიდუმლო უნდა იყოს, მისი სამკაული. ისეთი რამაა, რაც შენთვის უნდა დაიტოვო. მის შესახებ ვერავინ უნდა გაიგოს მანამ, სანამ პირადად არ გამოცდის. როგორც ასაკში შესულ მამაკაცს, მომწონს, როცა ქალი რეპერები საკუთარ თავს გამოხატავენ და იმას აკეთებენ, რასაც საჭიროდ თვლიან. უბრალოდ, მე არ მინდა, ახალგაზრდა გოგონებმა მიიჩნიონ, რომ შეუძლიათ, ასე მოიქცნენ და არც კი იცოდნენ, რა სამკაულს ფლობენ", - აღნიშნა მუსიკოსმა.

ქარდი ბისა და მეგანის ერთობლივი ნამუშევარი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს გავრცელდა. კომპოზიციის სახელწოდება, ტექსტი და კლიპი საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. ტრეკმა დიდ კომერციულ წარმატებას მიაღწია და არაერთ ჩარტში, მათ შორის ბილბორდის ცხელ ასეულში დაიკავა პირველი პოზიცია. კრიტიკოსებმა ჩანაწერი სქესთა თანასწორობის განმტკიცების საქმეში წვლილის შეტანის გამო დადებითად შეაფასეს. ისეთმა გამოცემებმა, როგორებიცაა Rolling Stone, Pitchfork და National Public Radio, ის წლის საუკეთესო სიმღერად დაასახელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული