Thumbnail

ანონიმი ქართველი არტისტების პროექტმა Circus Mircus ახალი კომპოზიცია The Ode to the Bishkek Stone და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო EP-ის გამოშვების შემდეგ გამოაქვეყნეს.

ნახეთ: ანონიმი ქართველი არტისტების პროექტი Circus Mircus ოთხ სიმღერას ავრცელებს

"ბიშკეკში არის ნარკომომხმარებლებისა და ალკოჰოლიკების ცნობილი სარეაბილიტაციო ცენტრი. ფიზიკურ "ლომკას" რომ აგდებინებენ, სამი დღით უშვებენ გარეთ კარავში და აძლევენ ქვას. ტიპი ზის კარავში და ამ ქვას უყვება თავის ისტორიებს, პრობლემებს, რაც აწუხებს. სამი დღის შემდეგ ის უნდა ავიდეს მთაზე და ქვა გადააგდოს. ჰოდა, ეს სიმღერა არის მათ ურთიერთობაზე. ეს ტიპი თავის პრობლემებს უყვება, ქვა აწყნარებს და ა.შ.", - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, იგორ ფონ ლიხტენშტეინი popmusic-თან საუბარში.

Circus Mircus სამი ქართველი არტისტისგან შედგება, რომელთა ფსევდონიმებია: ბავონც გევორქიანი, იგორ ფონ ლიხტენშტეინი და დამოკლეს სტავრიადისი. პროექტის იუთუბის არხის აღწერის ველში კი მოთხრობილია:

"ბენდის პირველი ლაივი თბილისში, საქართველოში ჩატარდა. ამ ადგილს ჯგუფის სამივე წევრისთვის განსაკუთრებული ღირებულება აქვს, რადგანაც ისინი აქ მდებარე ცირკის აკადემიაში სწავლობდნენ, საიდანაც მოგვიანებით გარიცხეს. ამის შემდეგ არტისტები გაერთიანდნენ და მისტერ კაიტის მოხეტიალე ცირკთან ერთად წლების განმავლობაში მსოფლიო ტურნეს მართავდნენ. კოლექტივის შემოქმედება, რომელიც რამდენიმე ჟანრს მოიცავს, ჯგუფის თითოეული წევრის შინაგან სამყაროსა და ცხოვრებისეულ გამოცდილებებს წარმოაჩენს".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული