Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტმა შვილთან ერთად გაჭირვებულებს საშობაო საჩუქრები დაურიგა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ტრევის სკოტმა მშობლიურ ქალაქ ჰიუსტონში გაჭირვებულ ადამიანთა დასახმარებლად საჩუქრები ჩაიტანა. მას თავისი გოგონა, სთორმიც ახლდა, რომელიც თებერვალში სამი წლის გახდება. ფოტომასალა ადგილიდან 28 წლის მუსიკოსის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციის Cactus Jack Foundation ინსტაგრამის გვერდზე გავრცელდა.

კაილი ჯენერმა მისი და ტრევის სკოტის ტატუების მნიშვნელობა განმარტა

ნახეთ: Travis Scott-მა McDonald's-თან ერთად სამოსი და აქსესუარები გამოუშვა

ტრევისმა საკვები პროდუქტები, ნაძვის ხეები, სათამაშოები, პლედები, თბილი ფეხსაცმელები, Cactus Jack-ის პრინტიანი ტანსაცმელი და პირბადეები დაარიგა.

სურათი, რომელზეც ჩანს, როგორ ეხმარება სთორმი მამას, გოგონას დედამ, 23 წლის მილიარდერმა ტელევარსკვლავმა, კაილი ჯენერმა ინსტაგრამის სთორიში გამოაქვეყნა:

"დიდი გოგო მამიკოს ეხმარება საშობაო ვახშმის მოსამზადებელი ინგრედიენტებისა და სათამაშოების დარიგებაში".

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული