Thumbnail

ნახეთ: ფილმ The Little Things-ის თრეილერი, რომელშიც ჯარედ ლეტო მონაწილეობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის 30 Seconds to Mars წევრი, ჯარედ ლეტო რეჟისორ ჯონ ლი ჰენკოკის ფილმში The Little Things მიიღებს მონაწილეობას. კინოსურათის პრემიერა 2021 წლის 29 იანვარს შედგება. ნამუშევარი ორი პოლიციელის ისტორიას მოგვითხრობს, რომელთა მიზანიც სერიული მკვლელის დაკავებაა.

ჯარედ ლეტოსთან ერთად ფილმში ცნობილი ოსკაროსანი მსახიობები, დენზელ ვაშინგტონი და რამი მალეკი მონაწილეობენ. იხილეთ ნამუშევრის თრეილერი:

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯარედ ლეტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა სამსახიობო კარიერით დაიწყო. ფართო საზოგადოებამ არტისტი სერიალიდან My So-Called Life გაიცნო. კრიტიკოსთა აღიარება კი ფილმში Prefontaine მონაწილეობით მოიპოვა. 2013 წელს ლეტომ კინოსურათში Dallas Buyers Club ტრანსგენდერი ქალის საუკეთესოდ განსახიერებისთვის ოქროს გლობუსი და ოსკარი დაიმსახურა.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, არტისტმა როკ ბენდი 30 Seconds to Mars ლოს ანჯელესში თავის ძმასთან, შენონთან ერთად 1998 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფმა წარმატებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. 2018 წელს გამოშვებულმა რიგით მეხუთე სტუდიურმა ჩანაწერმა America ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. კოლექტივი 2019 წელს საქართველოს ესტუმრა და კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული