Thumbnail

ცნობილი კალიფორნიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, მაიკლ რეი სტივენსონი, სასცენო სახელით Tyga, ახალ ტრეკს For The Night და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. თაიგამ ჩანაწერში მიმდინარე წელს გარდაცვლილი ბრუკლინელი კოლეგის, ფოფ სმოუქის ამავე სახელწოდების მქონე კომპოზიციის ინსტრუმენტალი გამოიყენა.

მოუსმინეთ: Tyga x Saweetie x YG - Money Mouf

ნახეთ: Tyga - Ibiza

ნახეთ: Tyga - Vacation

თაიგასთან ერთად ვიდეორგოლში დიჯეი დრამა მონაწილეობს. ტრეკი დასავლელი რეპერის მომავალ მიქსტეიპში Well Done Fever იქნება წარმოდგენილი, რომელზეც მან სწორედ დიჯეი დრამასთან ერთად იმუშავა. ჩანაწერი გაყიდვაში 25 დეკემბერს ჩაეშვება.

თაიგამ მუსიკალური კარიერა 2004 წელს დაიწყო. მისი წარმატება 2012 წელს ჩაწერილ ალბომს Careless World: Rise Of The Last King უკავშირდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი კომპოზიცია Rack City გახლავთ. 2019 წელს მუსიკოსმა გაყიდვაში დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Legendary ჩაუშვა, რომელმაც გამოსვლიდან პირველივე დღეს ოქროს სტატუსი დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული