Thumbnail

ნახეთ: St. Vincent-მა The Beatles-ის კომპოზიცია Martha My Dear შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ენი კლარკმა, სასცენო სახელით St. Vincent, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Beatles კომპოზიციის Martha My Dear ქავერ ვერსია შეასრულა. მუსიკოსმა პერფორმანსი ლგბტ თემის მხარდამჭერი ორგანიზაციის The Ally Coalition მიერ ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში გამართა.

მოუსმინეთ: St. Vincent-მა კომპოზიციის New York განახლებული ვერსია გაავრცელა

ნახეთ: St. Vincent-მა Led Zeppelin-ის კომპოზიცია Stairway to Heaven დაუკრა

Martha My Dear ლივერპულელი ოთხეულის რიგით მეცხრე და ერთადერთ ორმაგ ალბომში The White Album შედის, რომელიც 1968 წელს გამოქვეყნდა. სიმღერის ავტორი პოლ მაკკარტნი გახლავთ, რომელმაც კომპოზიცია თავის ძველინგლისურ ნაგაზს, სახელად მართას მიუძღვნა.

St. Vincent-ის სახელით ცნობილმა ენი კლარკმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. გრემის ორი ჯილდოს მფლობელი არტისტი თავდაპირველად სუფიან სტივენსის ლაივ ბენდის წევრი იყო, 2007 წელს კი მან სადებიუტო სოლო ალბომი Marry Me გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული