Thumbnail

ბილი აილიში: ახალ ალბომს არ გამოვუშვებ, თუ ვარცხნილობის გამო ისევ დამცინებთ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ინსტაგრამის სთორის საშუალებით თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყებად ემზადება და ახლო მომავალში მის შემოქმედებით გააქტიურებას უნდა ველოდოთ.

სიმღერა, რომლის შთაგონებითაც ბილი აილიშმა კომპოზიცია My Future დაწერა

"ახლა სამზადისში ვარ. მალე გავავრცელებ დეტალებს და რაღაცებს გამოვაქვეყნებ კიდეც", - ამბობს ბილი.

19 წლის არტისტმა ისიც აღნიშნა, რომ ვარცხნილობას, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია, ატარებს მას შემდეგ შეიცვლის, რაც თებერვალში დოკუმენტური ფილმი Billie Eilish: The World’s A Little Blurry გავრცელდება.

"თქვენთვის ალბომს ვამზადებ, მაგრამ არ გავავრცელებ, თუ ჩემი თმის გამო კვლავ გააგრძელებთ ხუმრობას. ვარცხნილობას მას შემდეგ შევიცვლი, რაც ჩემ შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამოვა. ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს ეტაპი უკვე დასრულდა", - ამბობს მომღერალი.

ნახეთ: ბილი აილიშზე გადაღებული ფილმის The World’s A Little Blurry თრეილერი

"წელს უკვე ტატუ მაქვს" - ბილი აილიში მეოთხე წელია, ერთსა და იმავე კითხვებს პასუხობს

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული