Thumbnail

ქართული ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის წარმომადგენლები, მიშკა მგალობლიშვილი, სასცენო სახელით Young Mic და სერგეი პეტროსიანი, ფსევდონიმით Serhio, მსმენელს კოლაბორაციულ კომპოზიციას owowo სთავაზობენ. დრილ მიმდინარეობაში შესრულებული ჩანაწერის პროდიუსერი BringTheVibe, მიქსინგისა და მასტერინგის ავტორი კი HaruTune გახლავთ.

მოუსმინეთ: Serhio, Dope Zee & Young Mic - წუთისოფელი

მოუსმინეთ: მიშკა მგალობლიშვილი ალბომებს "შეხსენება" და Pash Is For Passion ავრცელებს

ნახეთ: Serhio ვიდეორგოლს "მიუწვდომელი" ავრცელებს

არტისტებმა კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლეს. მათი პოპულარული ერთობლივი კომპოზიცია 2017 წლის ჩანაწერი "პირდაპირ ბლოკიდან" გახლავთ.

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe. 2020 წლის ნოემბერში მიშკამ მსმენელს მშობლიურ და ინგლისურ ენაზე ჩაწერილი ორი ალბომი "შეხსენება" და Pash Is For Passion შესთავაზა. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე", "თსლ შავი ზედა", "მომე შანსი" და სხვა.

სერჰიომაც მუსიკალური მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი კომპოზიცია Don`t Cry 2011 წელს გავრცელდა. არტისტი არჩევანს ჰიპ ჰოპის ახალი სკოლის ჟღერადობაზე აკეთებს. 2018 წელს მუსიკოსმა EP სახელწოდებით Streеt Art გამოუშვა. რეპერის პოპულარული ჩანაწერებია "პირდაპირ ბლოკიდან", "დიზაინერი", "გიჟი სომეხი" და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული