Thumbnail

ნახეთ: Pale Waves კომპოზიციის She’s My Religion კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანული ჯგუფი Pale Waves კომპოზიციზე She’s My Religion გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ჯეს კოლი გახლავთ. სინგლი კოლექტივის მომავალ, რიგით მეორე ალბომში Who Am I? შევა, რომელიც 2021 წლის 12 თებერვალს გამოიცემა.

ნახეთ: Pale Waves-ის ვოკალისტმა კომპოზიციის Change აკუსტიკური ვერსია შეასრულა

Pale Waves მანჩესტერში 2014 წელს ჩამოყალიბდა. ოთხი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი My Mind Makes Noises გაავრცელა. ბენდის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: Television Romance, There's A Honey და New Year's Eve. ჯგუფის მუსიკალური მიმართულება ინდი პოპს, ინდი როკსა და სინთპოპს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული