Thumbnail

ნახეთ: სნუპ დოგი ემინემის დისს პასუხობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი კალიფორნიელი რეპერი, სნუპ დოგი ინსტაგრამზე გავლენიან დეტროიტელ ჰიპ ჰოპ არტისტ მარშალ მეზერსს, იგივე ემინემს გამოეხმაურა, რომელმაც ალბომის Music to Be Murdered By დელუქს ვერსიაში შესულ ტრეკში Zeus სნუპი გადისა.

მოუსმინეთ: ემინემმა ახალ კომპოზიციაში Zeus სნუპ დოგი გადისა

"ადამიანები, რომელთაც კომუნიკაცია არ შეუძლიათ, ჰგონიათ, რომ მათთან ყველა კონფლიქტში შედის".

"ადრე თუ ვიღაცას სძულდი, ნიშნავდა, რომ რაღაც შეგეშალა. დღეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორად მოიქეცი", - წერს სნუპი ინსტაგრამზე გავრცელებულ პოსტებში.

ვეტერანმა რეპერმა მიმდინარე წლის ივლისში რადიოგადაცემაში Breakfast Club სტუმრობისას განაცხადა, რომ ემინემის წარმატება მეტწილად დოქტორ დრეს დამსახურებაა.

Snoop Dogg: თუ განაწყენდით, რომ ემინემი ჩემი ფავორიტი არაა, არა უშავს, გადაიტანთ

"ემინემის გამოჩენამდე თეთრკანიან რეპერებს არანაირი პატივისცემა არ ჰქონდათ. მარშალი მათი იმედია. ჰიპ ჰოპ კულტურაში არსებობს მოსაზრება, რომ ის ყველა დროის 10 საუკეთესო ლირიცისტს შორისაა. თუმცა, ეს მეტწილად დოქტორ დრეს დამსახურებაა, რომელიც მას საკუთარი ძალების საუკეთესოდ წარმოჩენასა და ჟანრში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა. მე ვფიქრობ, რომ 1980-90-იანი წლებში მოღვაწე რამდენიმე ემსი მასზე ძლიერია. Rakim, KRS-One, Big Daddy Kane, LL Cool J.. გავაგრძელო? Ice Cube. ემინემი ჩემი ძმა და გუნდის ნაწილია. ის ერთ-ერთია, რომელმაც რეპით დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, როდესაც იმ ჰიპ ჰოპზე ვსაუბრობ, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია...", - განაცხადა სნუპმა.

პასუხად ტრეკში Zeus ემინემმა სნუპს მიმართა:

"ვცდილობ, დიპლომატიურობა შევინარჩუნო,
მაგრამ უკანასკნელი, რაც მჭირდება, სნუპისგან კბილის გაკვრაა.
შენ ჩემთვის ღმერთი (god) იყავი,
მართლა კი არა,
უკუღმა იკითხება, როგორც ძაღლი (dog)".

"And diplomatic as I'm tryna be
Last thing I need is Snoop doggin' me
Man, dog, you was like a (Yeah) damn god to me
Nah, not really (Haha)
I had "dog" backwards".

კომენტარები

ბოლოს დამატებული