Thumbnail

რიანა: თავს არ ვიზღუდავ, თუ ჩიზბურგერი მომინდა, აუცილებლად მივირთმევ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ ჟურნალ Closer-თან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ გაატარა 2020 წელი და რა გეგმები აქვს შობა-ახალი წლისთვის. 32 წლის მუსიკოსის თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო მოულოდნელად გამოჩენილი თავისუფალი დრო საკუთარ თავს დაუთმო, კულინარიაშიც მოსინჯა ძალები და რეცეპტების წიგნის გამოშვებაც დაგეგმა.

ნახეთ: როგორ იცვლებოდა რიანას ვარცხნილობა წლების განმავლობაში

რიანამ თავის "ორეულს" ალბომის გამოშვება სთხოვა

"მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ თავისუფალი დრო არასდროს მაქვს. ასე რომ, კარანტინმა საშუალება მომცა, ისეთი რამეები მეკეთებინა, რასაც მანამდე ვერ ვახერხებდი - მეყურებინა სატელევიზიო შოუებისთვის, მომემზადებინა კერძები, მესეირნა. მნიშვნელოვანია, ისეთი წვრილმანი საქმიანობებით დავკავდეთ, რომლებიც სიამოვნებას გვანიჭებს", - ამბობს რირი.

როგორც Closer წერს, სამზარეულოში გატარებული დღეების შემდეგ, მუსიკოსმა კულინარული წიგნის გამოშვება გადაწყვიტა, რომელშიც მისი რჩეული კერძების რეცეპტები იქნება წარმოდგენილი კარიბული სამზარეულოდან. ამასთან, არტისტმა იმაზეც ისაუბრა, როგორ იცავს ბალანსს კვებაში.

"როცა საქმე დიეტას ეხება, თავს ზედმეტად არ ვიზღუდავ. ყოველდღიურად ჯანსაღად ვიკვებები, თუმცა, ამავდროულად, თუ ჩიზბურგერი მომინდა, უარს არ ვიტყვი. ამასთან, კვირაში 3-4-ჯერ ვვარჯიშობ - სიჯანსაღის შეგრძნება ჩემთვის მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს შემსრულებელი.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მუსიკალური მოღვაწეობის გარდა, რირი კოსმეტიკის, კანის მოვლის საშუალებების, ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის ბრენდების დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული