Thumbnail

ნახეთ: კეტი პერი კლიპს Not the End of the World ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ სიმღერის Not the End of the World კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლში მსახიობი ზოუი დეშანელი მონაწილეობს, რომელიც ისეთ ცნობილ ფილმებშია გადაღებული, როგორებიცაა: 500 Days of Summer, Elf, Yes Man და სხვები. კომპოზიცია კეტი პერის ბოლო ალბომში Smile არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გამოიცა.

ნახეთ: კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა $14,2 მილიონად კალიფორნიაში სახლი იყიდეს

ნახეთ: კეტი პერისა და ორლანდო ბლუმს შვილი შეეძინათ

ნახეთ: კეტი პერი კომპოზიციაზე Smile გადაღებულ კლიპს ავრცელებს

კეტრინ ელიზაბეტ ჰადსონს, სასცენო სახელით Katy Perry, დღემდე 125 მილიონზე მეტი სინგლი აქვს გაყიდული. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Roar და Dark Horse მოუტანა, რომლებზეც გადაღებულმა ვიდეოკლიპებმა იუთუბზე რამდენიმე მილიარდი ნახვა დააგროვეს. 2012 წელს მან დოკუმენტური, ავტობიოგრაფიული ფილმი Katy Perry: Part of Me გამოუშვა. 2015-ში კი მან Super Bowl-ის ფარგლებში გამართა პერფორმანსი.

კომენტარები

ბოლოს დამატებული