Thumbnail

მოუსმინეთ: ემინემმა ახალ კომპოზიციაში Zeus სნუპ დოგი გადისა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, თავისი ბოლო ალბომის Music to Be Murdered By დელუქს ვერსიაში შესულ კომპოზიციაში Zeus პოპულარული კალიფორნიელი კოლეგა Snoop Dogg გადისა. ამ უკანასკნელმა ემინემის განაწყენება მას შემდეგ დაიმსახურა, რაც ყველა დროის ფავორიტი რეპერების ათეულში ის არ დაასახელა.

მოუსმინეთ: ემინემმა ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

"And diplomatic as I'm tryna be
Last thing I need is Snoop doggin' me
Man, dog, you was like a (Yeah) damn god to me
Nah, not really (Haha)
I had "dog" backwards".

"ვცდილობ, დიპლომატიურობა შევინარჩუნო,
მაგრამ უკანასკნელი, რაც მჭირდება, სნუპისგან კბილის გაკვრაა.
შენ ჩემთვის ღმერთი (god) იყავი,
მართლა კი არა,
უკუღმა იკითხება, როგორც ძაღლი (dog)".

სნუპმა მიმდინარე წლის ივლისში რადიოგადაცემაში Breakfast Club სტუმრობისას განაცხადა, რომ ემინემის წარმატება მეტწილად დოქტორ დრეს დამსახურებაა.

Snoop Dogg: თუ განაწყენდით, რომ ემინემი ჩემი ფავორიტი არაა, არა უშავს, გადაიტანთ

"ემინემის გამოჩენამდე თეთრკანიან რეპერებს არანაირი პატივისცემა არ ჰქონდათ. მარშალი მათი იმედია. ჰიპ ჰოპ კულტურაში არსებობს მოსაზრება, რომ ის ყველა დროის 10 საუკეთესო ლირიცისტს შორისაა. თუმცა, ეს მეტწილად დოქტორ დრეს დამსახურებაა, რომელიც მას საკუთარი ძალების საუკეთესოდ წარმოჩენასა და ჟანრში ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა. მე ვფიქრობ, რომ 1980-90-იანი წლებში მოღვაწე რამდენიმე ემსი მასზე ძლიერია. Rakim, KRS-One, Big Daddy Kane, LL Cool J.. გავაგრძელო? Ice Cube. ემინემი ჩემი ძმა და გუნდის ნაწილია. ის ერთ-ერთია, რომელმაც რეპით დიდ წარმატებას მიაღწია. თუმცა, როდესაც იმ ჰიპ ჰოპზე ვსაუბრობ, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემიძლია...", - განაცხადა სნუპმა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული