Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ჯონის მკვლელობა დღემდე ვერ გადავხარშე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს, პოლ მაკკარტნის სამაუწყებლო კომპანია CBS-ის გადაცემაში Sunday Morning სტუმრობისას ჰკითხეს, ჯონ ლენონის გარდაცვალებიდან 40 წლის თავზე როგორ უყურებს მის ასეთ ტრაგიკულ სიკვდილს.

პოლ მაკკარტნის ჰკითხეს, რატომ აინტერესებთ უფრო მეტად ჯონ ლენონი, ვიდრე ჯორჯ ჰარისონი

"არ მგონია, რომ ბოლომდე მოვახერხე ამ ამბის გადახარშვა. ეს ჩემთვის ძალიან ძნელია. ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, ცრემლად რატომ არ იღვრები ყოველდღე? ძალიან ცუდი რამ მოხდა. ყოველდღე ნამდვილად არ ვტირი. ხანდახან არის პერიოდები, როცა, უბრალოდ, მოგონებები მეძალება და ვფიქრობ, როგორ უაზროდ დავკარგეთ ის. დარწმუნებული ვარ, ჯონი დღემდე დიდებულ მუსიკას შექმნიდა. მაგრამ მთავარი კითხვა იმაშია - ისევ დავუკრავდით თუ არა ერთად. ამაზე პასუხი არ მაქვს. ჩვენ მეგობრები ვიყავით. ეს ჩვენი ურთიერთობის ერთ-ერთი საუკეთესო მხარე იყო", - აღნიშნა პოლმა.

ნახეთ: პოლ მაკკარტნიმ ახალ სიმღერაზე Find My Way კლიპი გადაიღო

მოუსმინეთ: პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი McCartney III გამოუშვა

პოლ მაკკარტნი და ჯონ ლენონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები 1960-70 წლებში იყვნენ. მათ მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. არტისტებმა 1962-დან 1970 წლამდე პერიოდში 180-მდე ერთობლივი კომპოზიცია გამოუშვეს, მათ შორის აღსანიშნავია Yesterday, Eleanor Rigby, Come Together, Hey Jude, All You Need Is Love და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული