Thumbnail

ემინემი რიანას ბოდიშს უხდის

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, ახლახან ალბომის Music To Be Murdered By მეორე ნაწილი გამოუშვა, რომლის კომპოზიციაშიც Zeus ბარბადოსელ მომღერალ რიანას ბოდიშს უხდის. ცნობისთვის, 2019 წელს პლატფორმა Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მისი ადრეული ნამუშევრის 7-წამიანი ფრაგმენტი გაავრცელა, რომელშიც რეპერი რირის დისავდა.

"ბილი აილიშს კოშმარებში ვესიზმრები" - ემინემი მომღერალს ეხმაურება

მოუსმინეთ: ემინემმა ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

"რა თქმა უნდა, კრის ბრაუნის მხარეს ვარ. მეც ვცემდი იმ ძუკნას".
"Of course I side with Chris Brown, I'd beat a bitch down too", - ამბობდა ემინემი.

ახალ კომპოზიციაში, რომელშიც მუსიკოსი White Gold მონაწილეობს, რეპერი რირის მიმართავს:

"იმ ტრეკისთვის, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ბოდიში, რი. ის შენთვის ტკივილის მოსაყენებლად არ იყო განკუთვნილი. ამის მიუხედავად, ძალიან არასწორად მოვიქეცი".

"For that song that leaked, I'm sorry, Ri / It wasn't meant to cause you grief. Regardless, it was wrong of me".

2019 წელს, კომპოზიციის ნაწყვეტის გავრცელების შემდეგ, ემინემის პრესსპიკერმა, დენის დენეიმ განაცხადა:

"ეს 10 წლის წინანდელი ნამუშევარია. ემინემმა ეს ტექსტი მოგვიანებით შეცვალა. მას და რიანას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ".

გამოცემა Insider-ის ცნობით, ნამუშევრის ტექსტი 2009 წელს, მანამ დაიწერა, სანამ არენბი შემსრულებელ კრის ბრაუნს რირიზე ძალადობისთვის ოფიციალურად შეუფარდებდნენ სასჯელს. როგორც ირკვევა, ეს ციტატა მარშალმა ალბომ Relapse-ზე მუშაობისას ჩაწერა, თუმცა, კომპოზიცია ნამუშევარში ვერ მოხვდა. საბოლოოდ ის B.o.B-ის 2011 წლის ტრეკად Things Get Worse იქცა, რომელშიც ემინემი მონაწილეობს. ჩანაწერში ის მსახიობ დაკოტა ფენინგს მოკვლით, მუსიკოს ნატაშა ბედინგფილდს კი სარეცხ მანქანაში შეგდებით ემუქრება. სიტყვები რიანას შესახებ ნამუშევარში არ მოხვედრილა.

2010 წელს ემინემმა და რიანამ ჰიტი Love the Way You Lie ჩაწერეს, ამას 2012 წელს გამოშვებული Numb მოჰყვა, შემდეგ კი არტისტებმა კომპოზიციაზე The Monster ითანამშრომლეს. 2014 წელს მუსიკოსების ერთობლივი მსოფლიო ტურნე The Monster Tour გაიმართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული