Thumbnail

არიანა გრანდე დაინიშნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, არიანა გრანდე და მისი შეყვარებული, უძრავი ქონების აგენტი ლოს ანჯელესიდან, დელტონ გომესი დაინიშნენ. ამის შესახებ 27 წლის მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს ინსტაგრამის საშუალებით ამცნო. მან დელტონ ერთად გადაღებულ სურათებთან ერთად ნიშნობის ბეჭდის ფოტოც გაავრცელა.

ნახეთ: საშობაო სიმღერა მერაია ქერის, არიანა გრანდესა და ჯენიფერ ჰადსონის შესრულებით

ნახეთ: არიანა გრანდემ კომპოზიციაზე "34+35" კლიპი გადაიღო

"სამუდამოდ", - წერს არტისტი ინსტაგრამზე.

წყვილი პირველად 2020 წლის თებერვალში, ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბარში Bar Louie აღბეჭდეს. მაისში კი დელტონი არიანას და ჯასტინ ბიბერის კომპოზიციაზე Stuck with U გადაღებულ კლიპში გამოჩნდა. მას შემდეგ წყვილი აქტიურად ავრცელებდა ერთობლივ სურათებსა და ვიდეოებს. არიანამ ინსტაგრამზე სახალისო ფოტოც გაავრცელა, რომელშიც ვარაუდობდა, როგორი შეიძლებოდა, ყოფილიყვნენ მათი შვილები.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული