Thumbnail

"ბილი აილიშს კოშმარებში ვესიზმრები" - ემინემი მომღერალს ეხმაურება

დეტროიტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, დაანონსების გარეშე, 18 დეკემბერს მსმენელს 2020 წლის ალბომის Music To Be Murdered By მეორე ნაწილი შესთავაზა. კომპოზიციაში Alfred’s Theme რეპერი მომღერალ ბილი აილიშს გამოეხმაურა, რომელმაც შარშან გაამხილა, რომ ემინემის მთელი ცხოვრება ეშინოდა.

მოუსმინეთ: ემინემმა ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

ნახეთ: ემინემის ახალი ვიდეორგოლი ტრეკზე GNAT

"ბილი აილიშს კოშმარებში ვესიზმრები", - რეპავს არტისტი ნამუშევრის ერთ-ერთ მონაკვეთში.

"I'm giving nightmares to Billie Eilish".

ამასთან, ემინემი ტრეკში ამბობს სიტყვებს "Happy Birthday". აღსანიშნავია, რომ ბილის 19 წელი სწორედ 18 დეკემბერს შეუსრულდა, ამიტომაც, მომღერლის თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ეს ფრაზაც აილიშის მისამართითაა წარმოთქმული.

2019 წლის მაისში ბილი გამოცემა Vice-ის პროექტს Noisey სტუმრობდა. კითხვას, რომელი არტისტი უფრო მოსწონს: Drake, Eminem თუ Childish Gambino, მუსიკოსმა უპასუხა:

"მილიარდი პროცენტით ჩაილდიშ გამბინო. ემინემის მთელი ცხოვრება მეშინოდა. ჭკუიდან გადავყავდი... გამბინომ შექმნა ბილი აილიში. ის ღმერთია და სხვა არტისტებთან ერთად არ უნდა მოვიხსენიოთ".

კომენტარები

ბოლოს დამატებული