Thumbnail

სიმღერა, რომელშიც დევიდ გილმორი ჯონ ლენონის მკვლელს მიმართავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Pink Floyd-ის წევრი, დევიდ გილმორი 1980 წელს ჯონ ლენონის ტრაგიკულმა სიკვდილმა იმდენად დაამწუხრა, რომ მის მკვლელს, მარკ ჩეპმენს კომპოზიციის Murder საშუალებით მიმართა. გილმორმა, რომელიც ლენონს შთაგონების წყაროდ, The Beatles-ს კი მსოფლიოში საუკეთესო ჯგუფად მიიჩნევს, სიმღერა 1984 წელს გამოცემულ რიგით მეორე სტუდიურ ალბომში About Face შეიტანა.

დევიდ გილმორის 5 რჩეული კომპოზიცია Pink Floyd-ის შემოქმედებიდან

მოუსმინეთ: დევიდ გილმორმა შვილთან ერთად სიმღერა Yes, I Have Ghosts ჩაწერა

ნამუშევრის დასაწყისში გილმორი აცოცხლებს სცენას, როდესაც ლენონმა მანჰეტენზე, საკუთარ საცხოვრებელთან მყოფ ადამიანებს, მათ შორის მარკ ჩეპმენს, ავტოგრაფები დაურიგა.

"...ზოგი იდგა, ზოგი კი თავის რიგს ელოდა,
მათ უკან კი თვალები მოსჩანდა, რომლებიც მას მიშტერებოდნენ..."

"Some of them standing, some were waiting in the line
And in the background, the eyes that just stared".

ჯონ ლენონის მკვლელს შეწყალებაზე უარი მეთერთმეტედ უთხრეს

მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მუსიკოსი მარკ ჩეპმენს ავტოგრაფს აძლევს

კომპოზიციაში გილმორი ლენონის მკვლელს მიმართავს:

"რამ მოგიყვანა ამ წყვდიადში? მხოლოდ ასე შეძელი, სახელი დაგეტოვებინა?
მოიშორე ხმები, რომლებიც თავში ჩაგესმოდა?
ახლა გენატრება ისინი და ისიც, რასაც გეუბნებოდნენ?
თვითონვე აღიარე, რომ შენ აღმართე დანა
ადამიანს სიცოცხლე წაართვი.
როგორც კი მოკალი, იარაღი დააგდე.
იმდენი სისხლი დაიღვარა, რამდენი ბრაზიც შენი საქციელით გამოიწვიე.
არ მინდა ეს ბრაზი, რომელიც მწვავს
მისგან გათავისუფლება ძალიან რთულია.
ვერცერთი წვეთი ცრემლი, რომელიც მწუხარებისა თუ მრისხანებისგან გვდის,
ვერაფერს შეცვლის, დროს ვერ დააბრუნებს".

"What was it brought you out here in the dark?
Was it your only way of making your mark
Did you get rid of all the voices in your head?
Do you now miss them and the things that they said?
On your own admission you raised up the knife
And you brought it down ending another man's life
When it was done you just threw down the blade
While the red blood spread wider like the anger you made
I don't want this anger that's burning in me
It's something from which it's so hard to be free
But none of the tears that we cry in sorrow or rage
Can make any difference, or turn back the page".

დევიდ გილმორმა მუსიკალური მოღვაწეობა 1963 წელს დაიწყო. 1967 წელს ის ლეგენდარულ ბრიტანულ ჯგუფს Pink Floyd შეუერთდა. კარიერის განმავლობაში გილმორმა ბენდთან ერთად 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 1996 წელს ის კოლექტივთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მუსიკოსს 4 სოლო სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული