Thumbnail

ნახეთ: ფილმ Palmer-ის თრეილერი ჯასტინ ტიმბერლეიკის მონაწილეობით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ჯასტინ ტიმბერლეიკი რეჟისორ ფიშერ სტივენსის ფილმში Palmer მიიღებს მონაწილეობას. სურათის პრემიერა 2021 წლის 29 იანვარს პლატფორმაზე Apple TV+ შედგება. მუსიკოსი კინონამუშევარში კოლეჯის ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავის, ედი პალმერის როლს შეასრულებს, რომელიც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მშობლიურ ქალაქ ლუიზიანაში ბრუნდება.

ნახეთ: ენტონი კლემონსმა და ჯასტინ ტიმბერლეიკმა კომპოზიცია Better Days შეასრულეს

ჯასტინ ტიმბერლეიკმა განმარტა, თუ რატომ დაიშალა ჯგუფი NSYNC

ჯასტინთან ერთად ფილმში მონაწილეობას ჯუნო ტემპლი, ჯუნ სქუიბი და სხვები მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ ტიმბერლეიკი ბოლოს 2017 წელს, ლეგენდარული ამერიკელი რეჟისორის, ვუდი ალენის კინოსურათში Wonder Wheel გადაიღეს.

10 გრემის მფლობელმა მუსიკოსმა და მსახიობმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა პოპულარობა ბოიბენდში NSYNC მოღვაწეობით მოიპოვა. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Cry Me a River, What Goes Around...Comes Around და LoveStoned მოუტანა. 2007-13 წლებში გამოცემამ Time შემსრულებელი მსოფლიოში 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული