Thumbnail

ნახეთ: ქარდი ბი ახალ შოუში Cardi Tries… ბალეტის ცეკვას სწავლობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ჰიპ ჰიპ არტისტმა, ქარდი ბიმ ახალი შოუ Cardi Tries… დაიწყო, რომლის თითოეულ ეპიზოდშიც თავისთვის უჩვეულო ამპლუაში ცდის თავს. დასაწყისისთვის ქარდი ცნობილი ქორეოგრაფის, დები ალენის სტუდიას ესტუმრა, სადაც ბალეტის საბაზისო მოძრაობების ათვისებას შეეცადა.

Cardi B და Offset ღამის კლუბში პირბადის გარეშე ყოფნის გამო გააკრიტიკეს

Cardi B: არასდროს მიცინია იმდენი, რამდენიც 2020 წელს

ეპიზოდის გამოქვეყნებამდე ქარდიმ შოუს ტრეილერი ინსტაგრამზე გააზიარა:

"ოდესმე დაინტერესებულხართ, ვიქნებოდი თუ არა კარგი ბალერინა? ამის გასაგებად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - უყურეთ ჩემს ახალ შოუს Cardi Tries...".

ვიდეოში დები ალენი მუსიკოსს ეკითხება, აქამდე უცდია თუ არა ბალეტის ცეკვა, რაზეც ის პასუხობს:

"წარსულში სტრიპტიზიორი ვიყავი".

რეპეტიციის შემდეგ კი ამბობს:

"ეს მოძრაობები შორიდან ისეთი მარტივი და ლამაზი ჩანს, მაგრამ მათი შესრულება ძალიან რთულია".

იხილეთ შოუს Cardi Tries… პირველი ეპიზოდი სრულად. ჯერჯერობით უცნობია, რა პროფესიის ათვისებას შეეცდება რეპერი მომდევნო სერიებში.

Cardi Tries Ballet

In her own words, Cardi has "two left feet". But with legendary choreographer Debbie Allen's help, can Cardi trade her twerks for pliés?

Posted by Cardi B on Tuesday, December 15, 2020

 

გადაცემა 4 თებერვლამდე ყოველ ხუთშაბათს ქარდის ინსტაგრამისა და ფეისბუქის გვერდების საშუალებით გავრცელდება.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული