Thumbnail

მოუსმინეთ: პოლ მაკკარტნიმ ახალი ალბომი McCartney III გამოუშვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ახალი, რიგით მე-18 სოლო ალბომი McCartney III გაავრცელა. არტისტის ჩანაწერში სულ 11 კომპოზიცია შევიდა. მათზე პოლმა მიმდინარე წლის განმავლობაში ინგლისში, კარანტინის პირობებში, საკუთარ სახლში მოწყობილ სტუდიაში იმუშავა.

პოლ მაკკარტნი: ჯონ ლენონამდე ჩემი მუსიკა არავის აინტერესებდა

ნახეთ: პოლ მაკკარტნის შესახებ გადაღებული დოკუმენტური სერიალის თრეილერი

პოლ მაკკარტნი განმარტავს, რატომაა კარგი ბევრი ფულის ქონა

ალბომი ამერიკულმა ლეიბლმა Capitol Records ჩაუშვა გაყიდვაში. ნამუშევარი მაკკარტნის მიერ 1970 და 1980 წლებში გამოშვებული ჩანაწერების, McCartney-სა და McCartney II-ის გაგრძელებაა. აღსანიშნავია, რომ სიმღერებში გამოყენებულ ყველა ინსტრუმენტზე პოლი თავად უკრავს.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის The Beatles ფრონტმენი იყო. ჯონ ლენონისა და მის მიერ დაწერილი სიმღერები დღემდე ჰიტებად რჩება. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერაც დაიწყო. არტისტს 18 ალბომი აქვს გამოშვებული. გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვება პოლმა 18-ჯერ მოახერხა, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში კი ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული