Thumbnail

ნახეთ: ემინემის ახალი ვიდეორგოლი ტრეკზე GNAT

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, დაანონსების გარეშე ახალი კომპოზიცია GNAT და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. თავად ემინემთან ერთად ჩანაწერის პროდიუსერი არაერთი ჰიტის ავტორი ​d.a. got that dope გახლავთ. კლიპის რეჟისორი კი ქოულ ბენეთია, რომელთანაც დეტროიტელმა ვიზუალური ნამუშევრის Godzilla ფარგლებშიც ითანამშრომლა. ტრეკი 48 წლის რეპერის ბოლო ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსიაში შედის, რომელიც დღეს გამოიცა.

► მოუსმინეთ: ემინემმა ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

ნახეთ: ემინემის გამოსვლის ყველაზე ადრეული ვიდეოჩანაწერი

ემინემა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული