Thumbnail

20 წლის კალიფორნიელმა მუსიკოსმა, გოლდენ ვონ ჯოუნსმა, ფსევდონიმით 24kGoldn, ახალი კომპოზიცია Coco და მასზე შექმნილი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. გოლდენთან ერთად ჩანაწერში პოპულარული რეპერი DaBaby მონაწილეობს. კლიპის ავტორი კი ქოულ ბენეტი გახლავთ.

მოუსმინეთ: Yungblud-მა 24kGoldn-ის კომპოზიციის City Of Angels რემიქსი გაავრცელა

გოლდენ ვონ ჯოუნსმა მუსიკალური მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. კალიფორნიელმა არტისტმა 2018 წელს პირველი EP სახელწოდებით Dropped Outta College გამოაქვეყნა. ის ფართო საზოგადოებამ ხსენებული სტუდიური ნამუშევრის სინგლით, პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიციით Valentino გაიცნო. 24kGoldn-ის შემოქმედება არენბის, პოპის, ემო რეპის, პოპ როკისა და სხვა არაერთი მიმდინარეობის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული