Thumbnail

ბასთა რაიმსმა Dr. Dre-სთან ერთად ჰიტზე Break Ya Neck მუშაობის ისტორია გაიხსენა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

სახელოვანმა ნიუ იორკელმა ემსიმ და მსახიობმა, ტრევორ სმიტ უმცროსმა, ფსევდონიმით Busta Rhymes, ხანგრძლივი მუსიკალური პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ახალი ალბომი Extinction Level Event 2: The Wrath Of God გამოაქვეყნა, რომელმაც მსმენელისა და კრიტიკოსებისგან დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. ახლახან ვეტერანმა რეპერმა სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში გამოცემა Pitchfork-ს ინტერვიუ მისცა. ჟურნალისტთან საუბარში ბრუკლინელმა შემსრულებელმა თავისი ჰიტის Break Ya Neck შექმნისა და ლეგენდარულ დოქტორ დრესთან ერთად სტუდიაში მუშაობის ისტორია გაიხსენა:

ბასთა რაიმსი: სიკვდილამდე ჯეი დილამ 300 ბითი დამიტოვა

ნახეთ: ბასთა რაიმსი კლიპში Outta My Mind

ნახეთ: Dr. Dre ვიდეოთამაშის GTA ახალ ვერსიაში მონაწილეობს

"მეც და დრესაც ფილმების გადაღებები გვქონდა. ის კრიმინალურ დრამაში Training Day მონაწილეობდა, მე კი საშინელებათა ჟანრის კინოსურათში Halloween: Resurrection. მუსიკაზე სამუშაოდ მხოლოდ ორი თავისუფალი დღე გამოვნახეთ და ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენე - ორმოცდარვავე საათი სტუდიაში გავატარე, იქ მეძინა. კომპოზიციის მისამღერის მელოდია, რომელსაც შემდეგ ჩემი ფლოუ მოვარგე, დრემ ღიღინით მოიფიქრა. როდესაც ის სტუდიიდან გადიოდა, ვგრძნობდი, როგორ ვდუნდებოდი, ცოტა თავისუფლებასაც ვგრძნობდი. მის გვერდით გამუდმებით მობილიზებული ხარ. ყველა დეტალს დაწვრილებით ჩაკირკიტებს, ნამდვილი მიკრომენეჯერია. მანამ შენგან სასურველ წარმოთქმას არ მიიღებს, ერთი სტრიქონს 40-50-ჯერ გაგამეორებინებს. მასთან ერთად მუშაობა ნამდვილი გამოწვევაა, თუმცა, დარწმუნებული ხარ, რომ საბოლოოდ ფენომენალურ შედეგს დადებთ. გავაანალიზე, რომ მასთან თანამშრომლობისას ჩემი ძლიერი უნარ-ჩვევები კიდევ უფრო დავხვეწე და განვავითარე", - აღნიშნა ბასთამ.

2001 წლის კომპოზიცია Break Ya Neck ბასთა რაიმსის ალბომის Genesis სინგლია. ნამუშევარში არტისტი რეჩიტატივის სწრაფად კითხვის ტრადიციული მანერით გვაწონებს თავს. ტრეკის პროდიუსერები ეპოქალური დოქტორ დრე და არაერთი ჰიტის ავტორი სკოტ სთორჩი არიან, რომლებმაც ჩანაწერში ცნობილი როკ ბენდის Red Hot Chili Peppers ჰიტის Give It Away სემპლი გამოიყენეს. ნამუშევარზე შექმნილი ვიდეორგოლის ავტორი კი ჰაიფ უილიამსია. კომპოზიციის ავტორებთან ერთად მასში ისეთ შემსრულებლებს იხილავთ, როგორებიც არიან: Diddy, Ludacris, Fabolous, Ice Cube, Lil JonSwizz Beatz, CeeLo Green, Big Gipp და სხვები.

აღსანიშნავია, რომ კლიპის პირველ ნაწილში ნიუ იორკელი რეპერის კიდევ ერთი ტრეკი As I Come Back ჟღერს. ამ ჩანაწერის ინსტრუმენტალის ავტორები ფარელ უილიამსისა და ჩად ჰუგოს ცნობილი დუეტი The Neptunes გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული