Thumbnail

ნახეთ: Arca-მ კომპოზიციის Riquiquí ასი ალტერნატიული ვერსია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ვენესუელელმა მუსიკოსმა, Arca-მ კომპოზიციის Riquiquí ასი ალტერნატიული ვერსია გაავრცელა. არტისტმა რემიქსები მუსიკალური პროგრამა Bronze-ით შექმნა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მუშაობს. სინგლის ორიგინალი ვერსია არკას ბოლო ალბომში KiCk i შედის, რომელიც 26 ივნისს გამოიცა.

მოუსმინეთ: Arca ალბომს KiCk i ავრცელებს

მოუსმინეთ: Arca - Mallorca

არკა ლონდონში მოღვაწე ელექტრონული მუსიკოსია. პროდიუსერს სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ბიორკი, ქანიე ვესთი, ფრენკ ოუშენი და სხვები. არკას ამ დრომდე ოთხი სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული