Thumbnail

ნახეთ: BTS-მა საშობაო ფლეილისტი გაავრცელა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS თაყვანისმცემლებს საშობაო ფლეილისტი გაუზიარა. 25-კომპოზიციისგან შემდგარ სიაში მოხვდა კლასიკად ქცეული ნამუშევრები, როგორებიცაა: ბობი ჰელმსის Jingle Bell Rock, დინ მარტინის Let It Snow! Let It Snow! Let It Snow! და ფრენკ სინატრას The Christmas Waltz, აგრეთვე ჰიტები, მათ შორის მაიკლ ჯექსონის You Are Not Alone და მერაია ქერის All I Want for Christmas Is You. ფლეილისტი კი მათი სიმღერის Dynamite საშობაო რემიქსით იწყება.

BTS: ხალხი დაგვცინოდა, როცა ჩვენს მიზნებსა და ოცნებებზე ვსაუბრობდით

BTS: გვაბედნიერებს ის, რომ "ბითლზს" გვადარებენ

"გაეცანით ჩვენს რჩეულ სიმღერებს, რომლებსაც საშობაო სეზონზე ვუსმენთ", - დაწერა ჯგუფმა ტვიტერზე.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული