Thumbnail

ნახეთ: მაიკ შინოდამ Deftones-ის კომპოზიციის Passenger რემიქსი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარული ჯგუფის Linkin Park ერთ-ერთი დამფუძნებელი, მაიკ შინოდა ალტერნატიული მეტალ ბენდის Deftones კომპოზიციის Passenger რემიქსს და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევარი "დეფთოუნსის" მომავალ ალბომში Black Stallion იქნება წარმოდგენილი, რომელშიც კოლექტივის მიერ 2000 წელს გამოცემული ალბომის White Pony ტრეკების რემიქსები შევა.

ნახეთ: რობერტ სმიტმა Deftones-ის კომპოზიციის Teenager რემიქსი გაავრცელა

მულტიინსტრუმენტალისტმა მაიკ შინოდამ მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. მან წარმატებას ჯგუფ Linkin Park-ში მოღვაწეობით მიაღწია. ბენდის ფრონტმენის, ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების შემდეგ, მაიკი კოლექტივის წამყვანი ვოკალისტი გახდა. 2004 წელს არტისტმა ჰიპ ჰოპ პროექტი Fort Minor დააარსა, რომელმაც არსებობა მალევე შეწყვიტა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული