Thumbnail

ნახეთ: ლანა დელ რეიმ ფელონის შოუში Let Me Love You Like a Woman შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავი, ლანა დელ რეი ჯიმი ფელონის ღამის შოუს ესტუმრა. მუსიკოსმა გადაცემაში კომპოზიცია Let Me Love You Like a Woman შეასრულა. სინგლი არტისტის მომავალ ალბომში Chemtrails Over The Country Club შევა, რომელიც 2021 წლის 7 იანვარს გამოიცემა.

ნახეთ: ლანა დელ რეი საკუთარ ლექსს Salamander კითხულობს

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული