Thumbnail

AC/DC-ის სიმღერა, რომლის ჩაწერასაც ანგუს იანგი ნანობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ავსტრალიური ჯგუფის, AC/DC-ის წამყვანმა გიტარისტმა, ანგუს იანგმა გამოცემა Vulture-თან ინტერვიუში ბენდის ის კომპოზიცია დაასახელა, რომლის ჩაწერასაც ყველაზე მეტად ნანობს.

ნახეთ: AC/DC კომპოზიციაზე Demon Fire გადაღებულ კლიპს ავრცელებს

მოუსმინეთ: AC/DC ალბომს Power Up ავრცელებს

"სადებიუტო ალბომში High Voltage შევიტანეთ სიმღერა Love Song, რომელიც ჩვენი შემოქმედებისგან განსხვავდება. არც კი ვიცი, იმ დროს სასიყვარულო კომპოზიციების პაროდიას ვაკეთებდით, თუ რა იყო, თუმცა, მისი ტექსტიც კი არ მახსოვს. ერთმა ბიჭმა, რომელიც ჩვენს ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობდა, გვითხრა, რომ, ამ ტრეკს თუ გამოვუშვებდით, ჰიტი გახდებოდა. ვინც ჩვენს კონცერტებზე იყო ნამყოფი, ყველა ფიქრობდა, რომ ეს ნამუშევარი არ შეგვეფერებოდა", - იხსენებს იანგი.

AC/DC სიდნეიში 1973 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი ყველა დროის საუკეთესო ბენდებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული