Thumbnail

ნახეთ: ბრიუს სპრინგსტინმა Ghosts და I'll See You in My Dreams შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ბრიუს სპრინგსტინი პოპულარულ სატელევიზიო შოუს Saturday Night Live ხუთწლიანი პაუზის შემდეგ ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში რიგით მეოცე ალბომში Letter to You შესული კომპოზიციები Ghosts და I'll See You in My Dreams შეასრულა.

ნახეთ: ჯეკ ანტონოვმა და ბრიუს სპრინგსტინმა სიმღერა Chinatown შეასრულეს

ბრიუს სპრინგსტინმა შემოქმედებითი კარიერა 1964 წელს დაიწყო. 1973 წელს როკ მუსიკოსმა სადებიუტო ნამუშევარი Greetings from Asbury Park, N.J. გაავრცელა. ამის შემდეგ მან 20 სტუდიური და 6 ლაივ ალბომი გამოსცა. 20 გრემის, 2 ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 135 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული