Thumbnail

ნახეთ: Georgia ქეით ბუშის კომპოზიციის Running Up That Hill ქავერს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ბრიტანელმა მულტიინსტრუმენტალისტმა და პროდიუსერმა, ჯორჯია ბარნსმა, სასცენო სახელით Georgia, ცნობილი მუსიკოსის, ქეით ბუშის კომპოზიციის Running Up That Hill ქავერ ვერსია და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი ჯორჯიას რიგით მეორე ალბომის Seeking Thrills დელუქს ვერსიაში შედის, რომელიც 11 დეკემბერს გამოვიდა.

მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Georgia 2015 წელს გამოუშვა. 2020 წლის იანვარში კი არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Seeking Thrills გაავრცელა. ჯორჯიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Solutions და Feel It მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული