Thumbnail

BTS: ხალხი დაგვცინოდა, როცა ჩვენს მიზნებსა და ოცნებებზე ვსაუბრობდით

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის BTS წევრებს სატელევიზიო გადაცემაში Immortal Songs სტუმრობისას ჰკითხეს, რა მიზანი აქვთ კარიერაში. მანამ სამომავლო გეგმებზე ისაუბრებდნენ, ბიჭებმა გაიხსენეს, რა რეაქცია ჰქონდა საზოგადოებას და თავად მათაც, როცა ჯგუფის რომელიმე წევრი ისეთ რამეზე იწყებდა ოცნებას, რომლის სისრულეში მოყვანაც არარეალური ჩანდა.

BTS: გვაბედნიერებს ის, რომ "ბითლზს" გვადარებენ

კოსტიუმები, რომლებიც BTS-ის წევრებს კლიპში Dynamite ეცვათ, აუქციონზე გაიყიდება

BTS გრემიზე წარადგინეს

არემი – "ჩვენი გეგმებისა და ამბიციების უკან დიდი ისტორიაა. ერთხელ Visible Radio-ში ჯეი ჰოუპმა თქვა, რომ ერთ-ერთ კორეულ დაჯილდოებაზე მთავარი პრიზის მოგება სურდა და ბევრმა შეუტია - ასეთ რამეს არ უნდა ამბობდეო. ეს იმიტომ, რომ მაშინ მსგავსი ჯილდოს მიღების შესაძლებლობას სერიოზულად არ განვიხილავდით. სიმართლე ითქვას, როცა შუგა ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ პოზიციასა და გრემის დაჯილდოებაზე ალაპარაკდა, მაშინაც ამ ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებდით.
ჯიმინი - ყველა დაგვცინოდა ამაზე. ჩვენც კი ვიცინოდით საკუთარ თავზე.
შუგა - ხალხი ხალისობდა, როცა საკუთარ გეგმებსა და ოცნებებზე ვსაუბრობდით. არ მესმის, რატომ.
არემი – სხვები კი არა, მეც ვიცინოდი. ჩვენთვის, როგორც კორეელებისთვის, იმის გაფიქრებაც კი ღიმილის მომგვრელი იყო, რომ შეიძლება, მართლაც დაგვეკავებინა პირველი ადგილი ბილბორდის ცხელ ასეულში.
შუგა - ხალხის ასეთმა რეაქციამ პირიქით მოტივაცია შეგვმატა.
არემი – მოტივაცია ნამდვილად მოგვცა. როცა შუგა რაღაც მსგავსს ამბობს, შემდეგ მართლა ვცდილობთ ხოლმე მისი ნათქვამის განხორციელებას.
შუგა - ვამბობთ - ეს უნდა გავაკეთოთ, ვერ დავნებდებით - და მართლა ისე გამოდის, რომ შედეგს ვაღწევთ. ასე რომ, დავფიქრდი იმ მიზნებზე, რომლებიც მომავალში უნდა დავისახოთ. გრემის მოგება, ალბათ, სულ სხვა შეგრძნებაა. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა. მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, ამ ჯილდოს მიღების პროცესში ჯერ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. მხოლოდ ის ვიცი, რომ პერფორმანსით გამოვდივართ ცერემონიაზე.
არემი – ნამდვილად შესანიშნავი იქნებოდა გრემის მიღება. როგორც ბევრი თქვენგანი უკვე მიხვდებოდა, ეს ის არის, რაზეც ამ ეტაპზე ვოცნებობთ. ბედის ირონიით, ახლა ბევრი ადამიანი, უბრალოდ, იმაზე ოცნებობს, რომ ნამდვილი პერფორმანსი გამართოს ცოცხალი აუდიტორიის წინაშე. ამის შესაძლებლობა არც ჩვენ გვაქვს. ასე რომ, ესეც ჩვენი ოცნებაა".

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2020 წელს "ბითიესის" ორმა ალბომმა Map of the Soul: 7 და BE მოახერხა Billboard 200-ში პირველი პოზიციის დაკავება. ორი სიმღერა Dynamite და Life Goes On კი ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა ისევე, როგორც ჯეისონ დერულოს და Jawsh 685-ის ჰიტის Savage Love რემიქსი, რომელშიც "ბითიესი" მონაწილეობს. ამასთან, კოლექტივი წელს გრემიზეც არის ნომინირებული ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. "ბითიესი" კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც Billboard 200 და Billboard Artist 100 ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. ამასთან, "ბითიესი" გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. 2019 წელს ბოიბენდი ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული